მშობლებმა პატარას სანტიანო ენრიკე დაარქვეს. პატარა სანტიანო 19 ივნისს ლოს-ანჯელესში დაიბადა.
"ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ", - განაცხადა ევა ლონგორიამ.
მსახიობის ორსულობის შესახებ ცნობილი გასული წლის ბოლოს გახდა. თავად ვარსკვლავმა კი, პრესაში გავრცელებულ ჭორებს ნათელი იანვარში მოფინა, როცა ინსტაგრამზე ემოციური ფოტო გამოაქვეყნა.
"ახალი წელი, ახალი თავგადასავლები. მადლობელი ვარ ჩემი ოჯახის ასეთი ლამაზი საჩუქრისთვის", - დაწერა მაშინ ევამ.
მსახიობი დედობისთვის
"დედობის შესახებ არაფერი არ ვიცოდი, რა თქმა უნდა, ბევრი მეგობარი მყავს, მათ ჰყავთ შვილები. ბევრ წიგნს ვკითხულობ და ასე ვემზადები დედობისთვის", - განაცხადა ლონგორიამ.
მსახიობი ხოსე ანტონიო ბანტონზე ორი წლის წინ დაქორწინდა. მისი ქმრისთვის ეს მესამე შვილია, ხოლო ევასთვის პირველი.