Dolce & Gabbana-ს მოდის სახლმა, მილანში გამართულ მოდის კვირეულზე მამაკაცის 2019 წლის ახალი კოლექცია წარმოადგინა. ეს კოლექცია განსხვავებული ადამიანებისთვის, მათ შორის გეებისთვის და ჰეტეროსექსუალებისთვის არის განკუთვნილი. ეს არის კოლექცია, რომელიც საკუთარ თავს ნებისმიერ ადამიანს აპოვნინებს.
კოლექციის ჩვენებაში უამრავმა ცნობილმა მოდელმა მიიღო მონაწილეობა, თუმცა, მთავარი მოვლენა ის იყო, რომ პოდიუმზე მონიკა ბელუჩი და ნაომი კემპბელი გამოჩნდნენ.
მათ ქუსლიან ფეხსაცმელზე მკაცრი სტილის პიჯაკი და შარვალი ეცვათ.
მონიკა ბელუჩი 20012 წელს იტალიური ბრენდის Dolce & Gabbana-ს კოსმეტიკური ხაზის
სახე გახდა. მაშინ 47 წლის ლამაზმანი ტუჩის საცხს, The Monica Lipstick-ს უკეთებდა რეკლამას.
მონიკა ბელუჩი ბოლოს პოდიუმზე 1992 წელს გამოვიდა.