14 ივნისი, 2018
რუსი დეპუტატი ქალებს მოუწოდებს სხვა ეროვნების და რასის მამაკაცებთან ინტიმური კავშირი არ დაამყარონ
რუსი დეპუტატი, სახელმწიფო სათათბიროს ოჯახის, ქალთა და ბავშვთა საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ტამარა პლეტნიოვა რუსეთის მკვიდრ ქალებს მოუწოდებს, ნუ დაამყარებენ ინტიმურ კავშირს მსოფლიო ჩემპიონატზე ჩასულ უცხოელებთან.

დეპუტატმა რადიოსადგურ „გოვორიტ მოსკვასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ უცხოელებთან ინტიმური კავშირის შედეგად ბავშვები იბადებიან არასრულ ოჯახებში, რისი გამოცდილებაც 1980 წლის ოლიმპიადამ მოიტანა.

დეპუტატის თქმით, სწორედ მაშინ გაჩნდა ქვეყანაში მრავალი მარტოხელა დედა. „ეს ბავშვები მერე იტანჯებოდნენ და იტანჯებიან, ჯერ კიდევ საბჭოთა ხელისუფლების დროიდან მოყოლებული. კიდევ კარგია, თუ ერთი რასის არიან, და თუ
სხვა რასის - ეს საერთოდ! ჩვენ ჩვენივე შვილები უნდა გავაჩინოთ. ნაციონალისტი არა ვარ, მაგრამ მაინც“, - განაცხადა დეპუტატმა.

რუსეთში 14 ივნისიდან 15 ივლისამდე გაგრძელდება მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS