08 თებერვალი, 2014
ცხოველთა დამცველები რომის პაპს მოუწოდებენ, შეეშვას მშვიდობის მტრედებს
როგორც წესი, ამისათვის პაპთან იტალიური კათოლიკური საზოგადოებიდან გზავნიან ბავშვებს და პაპის გამოსვლის შემდეგ მათვე აშვებინებენ თეთრ მტრედებს, როგორც მშვიდობისაკენ სწრაფვის სიმბოლოებს იტალიურმა ცხოველთა დამცველმა ორგანიზაცია „ენპა“-მ რომის პაპს მიმართა თხოვნით, ნუღარ გაუშვებს მშვიდობის მტრედს რომში თავისი რეზიდენციის აივნიდან. ამ დღეებში წმინდა პეტრეს მოედანზე სამოციქულო სასახლიდან უკრაინაში მშვიდობისთვის გაშვებული მტრედი თოლიისა და ყვავის მსხვერპლი გახდა.

ცხოველთა დამცველთა მტკიცებით, გალიებში გამოკეტილმა მტრედებმა არ იციან თავისუფლად ცხოვრება, ისინი ვერ ცნობენ მტაცებლებს და იოლად ხდებიან მათი მსხვერპლი. ორგანიზაციის აქტივისტების თქმით,
დროა, ბოლო მოეღოს ამ მოძველებულ ტრადიციას, რომელიც საცოდავ ჩიტებს უცილობელ დაღუპვას უქადის და დიდ პროტესტსაც იწვევს.

მშვიდობის მტრედის გაშვების ტრადიცია გარდაცვლილი პაპის, იოანე პავლე II-ის დროს გაჩნდა. როგორც წესი, ამისათვის პაპთან იტალიური კათოლიკური საზოგადოებიდან გზავნიან ბავშვებს და პაპის გამოსვლის შემდეგ მათვე აშვებინებენ თეთრ მტრედებს, როგორც მშვიდობისაკენ სწრაფვის სიმბოლოებს.

ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS