ჯასტინ ბიბერი და ჰეილი ბოლდუინი რომანს აღარ მალავენ. წყვილის ლავ სთორიზე უცხოური პრესა პირველად დიდი ხნის წინ ალაპარაკდა, რის შემდეგაც მოდელმა "The Sunday Times"-ს ინტერვიუ მისცა, სადაც განაცხადა, რომ ის და ჯასტინი ერთმანეთს ძალიან პატარა ასაკში შეხვდნენ, ხანმოკლე რომანის შემდეგ კი მიხვდნენ, რომ თავს მეგობრებად უკეთესად იგრძნობდნენ და ამიტომ დაშორება არჩიეს.
რამდენიმე დღის წინ, ჰეილი ბოლდუინი მაიამიზე გაემგზავრა. მასთან ერთად იმყოფება ჯასტინ ბიბერიც, ჯასტინმა ინსტაგრამზე მაიამის ღამის კლუბში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ის და 21
წლის მოდელი, ერთმანეთს ვნებიანად კოცნიან.
სოც-ქსელში წყვილის სხვა ვნებიანი ფოტოებიც გავრცელდა. ერთ-ერთ ფოტოზე მოდელი მომღერალს პირსახოცს აწვდის, ხოლო მეორე ფოტო იმ დროს არის გადაღებული, როცა წყვილი ლანჩზე მიიჩქარის.