გასულ წელს პრესაში მისი და არაბი მილიონერის ჰასან ჯამილის ვნებიანი ფოტოები გავრცელდა, რიანა მილიონერ მამაკაცთან ერთად პაპარაცებმა პირველად ესპანეთში დააფქსირეს, სადაც დასასვენებლად იმყოფებოდნენ, შემდეგ ისინი ერთად შენიშნეს ბოსტონის ერთ-ერთ რესტორანში, რომელსაც წყვილი სავახშმოდ სტუმრობდა.
რიანას და ჰასანის ლავ სთორიმ თითქმის წელიწადნახევარს გასტანა, თუმცა, მომღერალი ახალ სიყვარულზე პრესაში არასდროს საუბრობდა.
რიანა და ჰასანი დაქორწინებასაც გეგმავდნენ, მაგრამ ტაბლოიდების ცნობით, დივა სიყვარულმა დაღალა და ამიტომ დაშორება გადაწყვიტა.