ევანგელინი ქმარ-შვილთან ერთად
- „ჰობიტის“ გაგრძელებაში მონაწილეობა შვილის გაჩენიდან ორ თვეში შემოგთავაზეს. არ გაგიჭირდათ ამ გადაწყვეტილების მიღება?
- თქვენი ტაურიელი სრულიად ახალი პერსონაჟია, ის არ არის ტოლკიენის წიგნში. ბევრი ფანი სკეპტიკურადაც კი განეწყო რეჟისორის ჩანაფიქრისადმი...
- დიახ, ვიცი. წავიკითხე კომენტარებიც, ბევრ ცუდსაც წერდნენ, სანამ კარგად გაერკვეოდნენ ამბავში. თუმცა მესმოდა მათი, თვითონაც ხომ ტოლკიენის წიგნების ფანატი ვარ. იმედი მაქვს, ახალი სურათის ნახვის შემდეგ კიდევ მეტ მოწონებას დაიმსახურებს ჩემი გმირი.
- თუ მოგწონთ თქვენი გმირი? უჩვეულოა თქვენი ნახვა ასეთი დიდი ყურებით და თაფლისფერი თმით...
- არ მოგეწონათ ჩემი ყურები? მე შემიყვარდა კიდეც. როცა საგრიმიოროში მივედი, ყურების რამდენიმე ვარიანტი ჰქონდათ: პატარა, საშუალო და დიდი. მე სწორედ ის დიდი მომეწონა. ის სამჯერ უფრო დიდია, ვიდრე ორლანდო ბლუმის. მე მგონი, ორლანდოს შურს კიდეც ჩემი ყურების. თაფლისფერი თმითაც შეიძლება ტრაბახი. მე ძალიან მომეწონა.
- ფილმში თქვენი ელფი კლდეებზე დახტის, კარგად ისვრის, მალაყებს აკეთებს. თქვენ თვითონ ასრულებდით ამ ილეთებს?
- არ მკითხოთ! მაშინვე ნერვიულობას ვიწყებ, როცა ეს მახსენდება. რა თქმა უნდა, მინდოდა, ყველაფერი თვითონ გამეკეთებინა, მაგრამ ახლოსაც არ მიშვებდნენ. ყოველ ჯერზე, როცა საჭირო იყო გადახტომა, თუნდაც მცირე წინაღობაზე, დუბლიორს ეძახდნენ. ვეხვეწებოდი, რომ თავად გამეკეთებინა, მაგრამ ერთ პასუხს ვიღებდი: „შენ ერთი გვყავხარ, დუბლიორი კი ბევრია. შენ რომ რამე მოგივიდეს, ვერ დაგელოდებით, სანამ გამოჯანმრთელდები. ფილმის წარმოების შეჩერება მეტისმეტად ძვირი სიამოვნებაა“. ასე რომ, ამ საკითხზე ვერ ვთანხმდებოდით. არადა, მშვილდისრით სროლა ავითვისე, თუმცა კადრში სროლამ არ მომიწია. არც ერთი ილეთი არ გამაკეთებინეს. იმედი მაქვს, კიდევ მექნება ჩემი ნიჭის გამოვლენის შანსი.
ჟურნალი „რეიტინგი“