პრინცი ჰარი ქორწილის შემდეგ პირველად გამოჩნდა საზოგადოების წინაშე, ამჯერად მეგან მარკლის გარეშე.
პრინცმა კენსინგტონის სასახლეში გამართულ საქველმოქმედო აქციაში მიიღო მონაწილეობა.
ამავე დღეს, დილის საათებში პაპარაცებმა პრინცი ჰარი ფიტნეს ცენტრთან გადაიღეს.
აღსანიშნავია, პრინცი ჰარი ქორწინების ბეჭედს არასოდეს იხნის, მაშინ როცა პრინცი უილიამი მის ტარებაზე უარს აცხადებს.