27-დღიანი გაუჩინარების შემდეგ, მელანია და დონალდ ტრამპები საზოგადოებაში პირველად გუშინ გამოჩდნენ ერთად.
მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, აშშ-ს პრეზიდენტმა კომენტარიც გააკეთა: "მელანიასთვის რთული პერიოდი იყო, თუმცა, ახლა თავს კარგად გრძნობს".
ტრამპმა აქვე გააკრიტიკა მედიაც და განაცხადა, რომ მელანიას გარშემო პრესაში უამრავი ტყუილი იწერებო
"ფეიკი ნიუსები ვრცელდებოდა. ამბობდნენ, თითქოს მელანია მოკვდა, თითქოს დამშორდა და თეთრი სახლიდან წავიდა და ა.შ. მაგრამ როგორც ხედავთ, ყველაფერი ტყუილია", - განაცხადა პრეზიდენტმა.