„მოხარულები ვართ გამცნოთ ჩვენი მშვენიერი ბავშვის ჯეიდენ მიქს-გრინის დაბადება. ჩვენი ვაჟი 2018 წლის 29 მაისს დაიბადა. ჩვენ გთხოვთ პატივი სცეთ ჩვენს პირად ცხოვრებას. სიყვარულით, ჯერემი და ქლოე“, - წერს ჯერემი მიქსი საკუთარ Instagram-ზე და ახალშობილის ფოტოს აქვეყნებს.
აღსანიშნავია, რომ ქლოე გრინი მილიარდებად შეფასებული ქონების მემკვიდრეა - ის Topshop-ის მოდის იმპერიის მფლობელის ქალიშვილია.
პირველი ქორწინებიდან კი მიქსს 9 წლის ვაჟი ეზრდება.
ანა გარელი