07 ივნისი, 2018
დაივიწყეთ ჰარი: რატომ საუბრობს ყველა დანიის პრინც ნიკოლაიზე - რა უნდა იცოდეთ ახალგაზრდა გრაფზე მოდელის აღნაგობით
მას შემდეგ, რაც პრინცმა ჰარიმ მეგან მარკლზე იქორწინა, სამეფო სისხლის მქონე მამაკაცების თაყვანისმცემლებმა ყურადღება დანიის პრინც ნიკოლაიზე გადაიტანეს.
მომხიბვლელი მონარქი მხოლოდ 18 წლისაა და მას უკვე აქვს შანსი ყველაზე სასურველი საქმროს სტატუსი მიიღოს.

Rating

გთავაზობთ ზოგიერთ დეტალს ახალგაზრდა გრაფის ცხოვრებიდან:

სამეფო კარის თამაშები

მისი უდიდებულესობა დანიის პრინცი ნიკოლაი უილიამ ალექსანდრე ფრედერიკი,
მონპეზის გრაფი 1999 წლის 28 აგვისტოს დაიბადა. ის დანიის დედოფლის, მარგარეტ II-ის პირველი შვილიშვილი, ხოლო პრინც იოაკიმესა და პრინცესა ალექსანდრას პირველი ვაჟია. საინტერესოა, რომ ბიჭის
დედა, ალექსანდრა ჰონკონგში დაიბადა და მასში ჩქეფს ჩინური, ინგლისური და ავსტრიული სისხლი. 2004 წელს ნიკოლაის მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ და მამამისმა, პრინცმა იოაკიმმა, მარი კავალიზე იქორწინა. ნიკოლაის ჰყავს უმცროსი ძმა, 15 წლის პრინცი ფელიქსი, ასევე ჰყავს და-ძმა მამის მეორე ქორწინებიდან.

Rating

სამოდელო კარიერა

მიმდინარე წლის თებერვალში ნიკოლაის დებიუტი ჰქონდა Burberry-ის ჩვენებაზე, რომელიც ლონდონის მოდის კვირეულის ჩარჩოებში გაიმართა. ერთი თვის შემდეგ მწვანეთვალება პრინცმა სამოდელო სააგენტოსთან Scoop Models კონტრაქტი გააფორმა. რამდენიმე დღის წინ ის ჟურნალ "Dust"-ის გარეკნისთვის გადაიღეს. ბიჭის გარეგნობიდან გამომდინარე, მას დიდი წარმატება ელის ამ ბიზნესში. აღსანიშნავია, რომ ნიკოლაის მშობლები შვილის სამოდელო კარიერის წინააღმდეგები არ არიან და ამ საქმეში მას მხარს უჭერენ განაგრძეთ კითხვა:


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS