საინფორმაციო პორტალ "life.ru"-ს წყაროს ცნობით, წყვილის ახლო მეგობრები აცხადებენ:
"ეს "ცხელი" გადაწყვეტილება ყუმბარის აფეთქებას გავდა. წყვილი მიხვდა, რომ მხოლოდ ერთმანეთისთვის არიან შექმნილები", - განაცხადა ბრედისა და ანჯელინას ახლო მეგობარმა.
ჰოლივუდის ვარსკვლავები ამ ინფორმაციას ჯერ კიდევ არ ადასტურებენ, ამავე დროს, სკეპტიკურად განწყობილმა დასავლურმა წყარომ განაცხადა, რომ წყვილი, ფიზიკურად ვერ შერიგდებოდა, რადგან ამ ეტაპზე, პლანეტის სხვადასხვა მხარეს ცხოვრობენ.