04 ივნისი, 2018
ანჯელინა ჯოლი 43 წლის გახდა - 5 ძალიან უცნაური ფაქტი მსახიობზე
ანჯელინა ჯოლი არა მარტო ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მოთხოვნადი მსახიობი, არამედ კინორეჟისორი, სცენარისტი, 6 შვილის დედა და ქველმოქმედია. დღეს, 4 ივნისს, მას 43 წელი შეუსრულდა.

გთვაზობთ იუბილარ მსახიობზე ყველაზე უჩვეულო და უცნაურ ფაქტებს:

1. საკუთარი სიკვდილის შეკვეთას ცდილობდა
ანჯელინა ჯოლი, გარდა საკუთარი ნიჭისა, ცნობილია, როგორც წარსულში უკონტროლო ხასიათის მქონე პიროვნება. დიდი ხნის მანძილზე მას დეპრესია და თავდაჯერებულობის ნაკლებობა სტანჯავდა. 26 წლის ასაკში კი გამოტყდა, რომ ქილერის დაქირავებას ცდილობდა საკუთარი თავის მოსაკლავად. მას ესმოდა, რომ სუიციდი
გამოსავალი არ იყო, ამიტომ ფიქრობდა, რომ საკუთარი თავის მკვლელობის შეკვეთა ბევრად „მისაღები გამოსავალი“ იქნებოდა.

Rating

2. სისხლი მედალიონში
ყველასთვის ცნობილი ამბავია, რომ ბრედ პიტთან ქორწინებამდე ანჯელინას ბევრი რომანი ჰქონდა და ორჯერ იყო დაქორწინებული. ამერიკელ მსახიობთან, ბილი ბობომთან ქორწინებისას, ვისთანაც ენჯიმ 3 წელი იცხოვრა, ანჯელინამ საყვრელ მამაკაცს სთხოვა ქორწინება სისხლით დაედასტურებინათ. მოგვიანებით, მან ორი მედალიონი შეიძინა, რომელშიც ცოლ-ქმარი ერთმანეთის სისხლს ინახავდა. განქორწინების შემდეგ ანჯელინამ ბილის მედალიონის დაბრუნება სთხოვა. ყოფილ ცოლ-ქმარს ერთმანეთის სახელების ტატუების მოშორებაც მოუხდათ.

Rating

3. უცნაური სამოსი ქორწილზე
პირველ ქმართან, მსახიობ ჯონი ლი მილერთან ქოწინებისას ანჯელინა ჯოლი ტყავის შარვალსა და მაისურში გამოჩნდა, რომელზეც სისხლით ეწერა ჯონის სახელი.

Rating

4. სიყვარული დანების მიმართ
ახალგაზრდობაში ანჯელინა ჯოლი დანების მიმართ ვნებას განიცდიდა. მათი კოლექციის გარდა, მას სხეულზე ჭრილობების მიყენება უყვარდა.

5. შვილების აღზრდა
ანჯელინა მრავალშვილიანი დედაა. მას სამი ღვიძლი და სამი აყვანილი შვილი ჰყავს. ჯოლის აღზრდის მეთოდი უკვე დიდი ხანია საზოგადოების განხილვის თემაა და საკმაოდ უცნაურ მეთოდად მოიაზრება. მაგ: ბავშვის დასჯის ერთ-ერთი მეთოდის დროს, მას ის ცარიელ ოთახში შეჰყავს და თვალებში დაჟინებით უმზერს, რის შემდეგაც ბავშვი დანაშაულს მალევე აღიარებს.

Rating
ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
Niania
Es qali-maniakia!
19:21 / 04-06-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS