01 ივნისი, 2018
კიმ კარდაშიანი თეთრ სახლში ქართველი დიზაინერის სამოსით წარსდგა (ფოტოები)
30 მაისს კიმ კარდაშიანსა და დონალდ ტრამპს შორის შედგა საქმიანი შეხვედრა, რომელიც თეთრ სახლში გაიმართა. კიმის ვიზიტი ციხის რეფორმასა და მართლმსაჯულებასთან დაკავშირებულ არასახარბიელო სისტემას ეხებოდა, კერძოდ კი საქმე ელის ჯონსონს უკავშირდება, რომელსაც ნარკოტიკების მოხმარების გამო, თავდაპირველად სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.

მოლაპარაკების შედეგები ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ფაქტია, რომ კიმის ჩაცმულობამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა, მითუმეტეს ქართული მოდის სფეროში, რადგან კიმმა ამჯერად არჩევანი სწორედ ქართველი დიზაინერის სამოსზე შეაჩერა.

კიმმა დემნა გვასალიას Vetement-ის ბრენდის შავი, თავისუფალი სტილის კოსტუმი მოირგო, რითიც საზოგადოების
გაოცება გამოიწვია, ვინაიდან, როგორც "The Guardian"-ი აღნიშნავს, უცნაურია, თუ რატომ შეაჩერა კიმმა არჩევანი მსგავს თავისუფალი სტილის სამოსზე ოფიციალურ შეხვედრაზე ქვეყნის პირველ პირთან.

იხილეთ ფოტოგალერეა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS