ცოტა ხნის წინ ყველა განიხილავდა, რომ ავსტრიელი მომღერალი
ტომას ნოივირტი, ცნობილი, როგორც
კონჩიტა ვურსტი წვერიანი ქალის იმიჯს ემშვიდობებოდა, ახლა კი არტისტმა სოც. ქსელში კაბაში გადაღებული ახალი ფოტოები გამოაქვეყნა. გრძელი თმა მოკლედ შეიჭრა და ქერა გახდა. თმის გარდა არტისტმა წვერიც ყვითლად შეიღება.
თაყვანისმცემლებმა კომენტარებში უკვე აღნიშნეს, რომ მომღერალს მუქი ფერის თმა უფრო უხდება. ზოგი ფიქრობს, რომ ეს მხოლოდ პარიკია. თავად კონჩიტა კი ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.
ანა გარელი