31 მაისი, 2018
ინტერნეტაფეთქება - მეგან მარკლს ტყუპისცალი გამოუჩნდა
სელენა გომეზი, ანჯელინა ჯოლი, კიმ კარდაშიანი თუ კაილი ჯენერი... უამრავ ვარსკვლავს ჰყავს საკუთარი ორეული, რომელიც მათ ისე ჰგავს, რომ გარჩევა ერთგულ თაყვანისმცემლებსაც ხშირად უჭირთ.

უახლესი ასეთი აღმოჩენა ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ახალი წევრის, მეგან მარკლის ,,ტყუპისცალია“.

ორეული პლუს-საიზ მოდელი ერიკა ლორენია, რომლის ინსტაგრამის ფოტოებმა ათიათასობით კომენტარი და უზარმაზარი გამოხმაურება მოიპოვა.

Rating

ლორენს მსგავსების შესახებ მაშინაც მიანიშნებდნენ, როცა კარიერის დასაწყისში, არც იცოდა მარკლის ვინაობა.
,,მოდელობას რომ ვიწყებდი, მაშინაც ხშირად მიკომენტარებდნენ, რომ ,,Suits”-ის ვარსკვლავს, მეგან მარკლს ვგავარ. შოუ ნანახი არ
მქონდა და Google-ში ძებნა დავიწყე“.

ერიკას ასეთი შედარება ახლა განსაკუთრებით ხშირად ესმის და ამას კომპლიმენტადაც აღიქვამს. ,,მეგანი საოცარია და ამას სიამოვნებით ვისმენ“.

,,მსგავსება მართლაც არის. მეც ორი რასის წარმომადგენელი ვარ“.

იხილეთ ფოტოგალერეა:


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS