კიმ კარდაშიანს ოთხშაბათს თეთრ სახლში ელოდებიან. კარდაშიანი, სხვა თანამდებობის პირებთან ერთად, ჯარეტ კუშნერსაც შეხვდება. უცნობია დაესწრება თუ არა შეხვედრას აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
კიმ კარდაშიანი უმაღლეს პირებთან
ისაუბრებს სასჯელაღსრულების სისტემაში გასატარებელ რეფორმებზე და ალისა მაიაზე, რომელსაც ნარკოდანაშაულის გამო, 20 წელი აქვს მისჯილი.