30 მაისი, 2018
მზადება წლის კიდევ ერთი გახმაურებული ქორწილისთვის - კიტ ჰარინგტონისა და როუზ ლესლის ქორწილის დეტალები
„სამეფო კარის თამაშების“ მთავარი შეყვარებული წყვილის ქორწილი ივნისში გაიმართება.

„სამეფო კარის თამაშების“ თაყვანისმცემლები წლის კიდევ ერთი გახმაურებული ქორწილის მოლოდინში არიან: ცნობილი გახდა, რომ კიტ ჰარინგტონისა და როუზ ლესლის ქორწილი 23 ივნისს, შოტლანდიაში შედგება.

ამის შესახებ მსახიობმა საკუთარ Instagram-ზე ოფიციალურად თავად განაცხადა.

შეყვარებულებმა სტუმრებს საქორწინო მოსაწვევები უკვე გაუგზავნეს. სიძის დრეს-კოდი იქნება კილტი, მთავარი სასმელი კი - ვისკი. ქორწილს 200 სტუმარი დაესწრება. ქორწილი ძველ შოტლანდიურ სასახლეში გაიმართება - ის როუზ ლესლის მამას ეკუთვნის.

შეგახსენებთ, რომ კიტი და როუზი
2012 წლიდან ერთად არიან. წყვილი 2017 წელს დაინიშნა.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS