30 მაისი, 2018
მოხდენილობის საიდუმლო: რას მიირთმევს ქეით მიდლტონი? - პრინცესას კვების რაციონი
როცა წარმოვიდგენთ, როგორ იკვებებიან ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრები, გონებაში ფანტასტიკური რესტორნები და ფაიფურის ჭურჭლით მორთმეული უჩვეულო კერძები მოგვდის.

ეს ყველაფერი სიმართლისგან არც თუ ისე შორს დგას, თუმცა, ქეით მიდლტონის გასტრონომიულმა არჩევანმა შესაძლოა გაგაოცოთ.

ბრიტანეთის მონარქიის ოჯახში რაციონის ყურადღებით შერჩევა მიღებულია. თუმცა, უმრავლეს შემთხვევაში არისტოკრატების საკვები დიდად არ განსხვავდება ჩვეულებრივი ადამიანების რაციონისგან.

Rating

ხოლო, რაც შეეხება ქეით მიდლტონის არჩევანს, აქ ყველაფერი კიდევ უფრო მარტივადაა.

1. ახალი ბოსტნეული და ხილი

Rating

ქეით მიდლტონი ცდილობს დაბალანსებული დიეტა დაიცვას, ამიტომ უმი პროდუქტების
დიდი თაყვანისმცემელია. მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ხილისა და ბოსტნეულის სალათებს, სმუზებსა და წვნიან გასპაჩოს.

2. ვეგეტარიანული კერძი


Rating

მიუხედავად იმისა, რომ ქეითი და უილიამი ვეგეტარიანელები არ არიან, ისინი ხშირად ირჩევენ მცენარეული წარმოშობის კერძებს.

3. ინდური კერძები

Rating

ცნობილია, რომ ქეითი აღმერთებს ახალ ბოსტნეულსა და ხილს, ხოლო ინდური სამზარეულოს მიმართ მის დიდ სიყვარულზე ყველამ იცის. ქმრისგან განსხვავებით, ქეითს ძალიან უყვარს ცხარე საკვები.

4. ცხარე კარი

Rating

ინდურ კერძებს შორის ქეითის საყვარელი კერძი კარია. ამ კერძს ის სახლშიც ხშირად ამზადებს. მაშინაც კი, როცა მშობლების სახლს სტუმრობს, ცდილობს, საკუთარი კულინარიული შედევრები მოამზადოს. შესანიშნავი ტრადიცია, რომელიც ძველ დროს ახსენებს.

5. კენკრა

Rating

როცა ჰერცოგინიას ტკბილი მოესურვება, ის შოკოლადსა და ტორტს არ ეტანება. ამ დროს ქეითი კენკრის ფაფას ამზადებს.

6. პოპკორნი

ქეითისა და უილიამის კანადაში ვიზიტისას მათი პოპკორნისადმი სიყვარული გამომჟღავნდა. წყვილი თვალყურსადევნებდა კალათბურთის მატჩს და სიამოვნებით მიირთმევდა პოპკორნს.

7. ბებიის სოუსი

ქეით მიდლტონი გამოტყდა, რომ სასახლეში მისი პირველი შობის დღესასწაულზე გადაწყვიტა კულინარიული ოსტატობა გამოეჩინა და დედოფლისთვის საჩუქარი გაეკეთებინა. ჰერცოგინიამ ბებიის რეცეპტით სოუსი მოამზადა.

ქეითი დროის მიერ გამოცდილ რეცეპტებსა და უბრალო შინაურულ კერძებს ანიჭებს უპირატესობას, როგორც ალბათ სამეფო ოჯახის სხვა დანარჩენი წევრები. ისინიც ხომ ისეთივე ადამიანები არიან, როგორც ჩვენ ყველანი.

ანა გარელი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS