სწორედ, ეს გახდა საბაბი იმისა, რომ ემინემმა გადაწყვიტა, დაემტკიცებინა საზოგადოებისთვის, მათი რომანტიკული ურთიერთობის შესახებ და ბოსტონში გამართული კონცერტის მსვლელობის დროს, მომღერალმა მოულოდნელად დაიყვირა: "საყვარელო, დღეს სახლში მოვალ!"
ამის შემდეგ კი, დარბაზს მიუბრუნდა და საზოგადოებას მიმართა: "რამდენი ადამიანია აქ, ვისაც სურს, რომ მე ნიკი მინაჟს ვხვდებოდე?
შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია ემინემის და ნიკის სასიყვარულო ურთიერთობების შესახებ, ჯერ კიდევ აპრილის თვეში გავრცელდა.
ეს ის პერიოდია, როცა მინაჟი თავის ახალ კლიპ, "Barbie Tingz"-ში ამბობს:
"ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, ცოტა ხნის წინ, თეთრი ბიჭი "მოვიპარე"".