როგორ გამოიყურება ბრიჯიტ მაკრონი ჯინსებში და ყოველდღიურ სამოსში (ფოტო)
საფრანგეთის პირველმა ლედიმ, ბრიჯიტ მაკრონმა ელისეის სასახლეში საქმიანი შეხვედრა გამართა. ის ალჟირელი ტერორისტების მიერ მოკლული ფრანგი ჯარისკაცის დედას შეხვდა.
58 წლის ლატიფა იბნ ზიატენთან შესახვედრად 65 წლის მაკრონმა არჩევანი კლასიკური და სპორტული სტილის კომბინაციაზე გააკეთა. ის შეხვედრაზე ლურჯი ფერის პიჯაკში, ტანზე მომდგარ ჯინსებსა და მაღალქუსლიან ფეხსაცმელში გამოჩნდა.