05 თებერვალი, 2014
ჰოლივუდის ვარსკვლავები ქართველი დიზაინერის ჩანთებს ირჩევენ
ირმას ჩანთებს ატარებენ ჯენიფერ ლოპესი, სიენა მილერი, რიანა და სხვა ვარსკვლავები. არადა, ბრენდი სულ ოთხი წელია, დაარსდა და არნახულ პოპულარობას მიაღწია ირმა ელიაზოვი, რომელსაც რუსული და ამერიკული პრესა წარმატებულ ქართველ დიზაინერად მოიხსენიებს, ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, თუმცა თბილისშია დაბადებული. მისი ბრენდი hirma Eliazov რა ხანია საკმაოდ ცნობილია ჰოლივუდის ელიტაში. ირმას ჩანთებს ატარებენ ჯენიფერ ლოპესი, სიენა მილერი, რიანა და სხვა ვარსკვლავები. არადა, ბრენდი სულ ოთხი წელია, დაარსდა და არნახულ პოპულარობას მიაღწია.

რამდენიმე დღის წინ ირმამ მოსკოვშიც გახსნა
თავისი მაღაზია. ბრენდი მთელ მსოფლიოში 50 მაღაზიას ფლობს. თბილისში დაბადებული ირმა მალევე წავიდა ოჯახთან ერთად შეერთებულ შტატებში. იურიდიული განათლება მიიღო, თუმცა დიზაინერობის წყურვილმა აჯობა. ერთ დღესაც ფლორენციაში გაემგზავრა ფეშენ-სამყაროს უკეთ გასაცნობად. სანამ საკუთარ ბრენდს დააარსებდა, მოდის ინდუსტრიას სწავლობდა, მუშაობდა ''ტომი ჰილფიგერში'', ''ვოგის'' უშტატო რედაქტორად, ასევე ''ელ აქსესორაიზსა'' და ''გლამურში''. 2009 წელს კი საკუთარი კომპანია შექმნა.

Rating

პირველად ამ ბრენდმა მაშინ მიიქცია ყურადღება, როცა ირმას ერთ-ერთმა მეგობარმა მის მიერ შექნილი ჩანთა დაიჭირა ფილმის ''მე ვაცდუნე ენდი უორჰოლი'' გადაღებებზე. ჰოლივუდის სელებრიტებმა სიახლე მაშინვე აიტაცეს და მისი ჩანთებით ხელში მალევე გამოჩნდნენ ბლეიკ ლაივლი, სიენა მილერი, ჯენიფერ ლოპესი, კეიტ ჰადსონი, რიანა, ალესანდრა ამბროსიო, მინა სუვარი და სხვები.

ირმას თითოეული ჩანთა საუკეთესო მასალის კომბინაციაა, ძირითადად, მეტალი და ტყავი - მაგალითად, ეგზოტიკური პითონის. ბრენდში დიდ დროს უთმობენ დეტალებსა და ხარისხს. როგორც მისი თაყვანისმცემლები ამბობენ, hirma Eliazov-ის ჩანთებს გამოარჩევს სპეციალური დაკვეთით დამზადებული მეტალის დეტალები, ხელით დამუშავებული ტყავი, მეწამული ფერის საფირმო აბრეშუმის სარჩული. ბრენდი ასევე აწარმოებს აქსესუარებს, სამაჯურებს, საღამოს ქლაჩებს, ყოველდღიურ ჩანთებს.

Rating

ირმა ამბობს, რომ მისი შთაგონების წყარო მოგზაურობაა, ამიტომაც ბევრს მოგზაურობს, განსაკუთრებით - ეგზოტიკურ ქვეყნებში.
- ჩანთები ჩემი გატაცებაა, - ამბობს ირმა, - აქსესუარები ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ როცა ჟურნალებში აქსესუარების რუბრიკას ვუძღვებოდი, ჩემი მათდამი სიყვარული გაიზარდა. ყოველთვის უნდა დაიწყო მუშაობა იმით, რაც ყველაზე მეტად გიყვარს.

- რის გამოა ასე პოპულარული თქვენი ნაკეთობები? რომელი იყიდება მათ შორის ყველაზე უკეთ?
- ვფიქრობ, ჩემმა აქსესუარებმა ხარისხის წყალობით მოიპოვეს პოპულარობა. გარდა ამისა, მათ გარკვეული გზავნილები აქვთ, აზრი. დღევანდელ ქალს სურს იმის შეგრძნება, რომ რაც მას აცვია, ან უჭირავს, ლამაზი და ელეგანტურია.
- რა დრო მიდის ჩანთის შექმნის პროცესზე - იდეიდან რეალიზაციამდე?
- ჩვეულებრივ, დაახლოებით ექვსი თვე. ჯერ არის შთაგონება, ჩანთის სილუეტის შესაქმნელად. უნდა გასცეს პასუხები შეკითხვებს - რა ფორმები არ არის საკმარისი ჩემს ყოველდღიურობაში, რას ეძებენ მეგობრები, რას ითხოვენ კლიენტები? ვცდი, ექსპერიმენტებს ვატარებ, პატარა დეტალებზე ვაკეთებ აქცენტებს: ძაფები, სახელურები, მეტალის სამშვენისები. საბოლოოდ ვირჩევ ფერებს და ქსოვილის ფაქტურას, სეზონის მიხედვით.
- როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია მაღალხარისხიანი პროდუქტის შექმნა ფართო აუდიტორიისთვის, ნაკლები დანახარჯებით?
- დიახ. როცა დავიწყეთ მუშაობა, მცირე ბიუჯეტი გვქონდა და გვსურდა, რაღაც განსაკუთრებული და მიმზიდველი შეგვექმნა. წლებმა მალე გაიარა, მაგრამ ჩემი ბევრი სურვილი ასრულდა. ჩემი პირველი ბუტიკი ნიუიორკულ ''ვესტ ვილიჯში'' გავხსენი, ჩვენს ჩანთებს მსოფლიოს საუკეთესო მაღაზიებში ყიდიან, უამრავ საოცარ ადამიანს შევხვდი... ყველაფერი გამოვა, თუ მიზანდასახული ხარ და კარგი გუნდი გყავს.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
მავანი
უფრო ახლოდან რომ ნახოთ და შეადაროთ: http://hautemimi.blogspot.com/search/label/Khirma%20Eliazov%20Cha-Cha%20and%20Rojika%20Handbags ეს ამ ქალის საიტია. ეს კი ამაზონის ლინკი : http://www.amazon.com/s/ref=bl_sr_apparel?ie=UTF8&field-brandtextbin=Nina+Carole+Designs&node=1036592 ფაქტურა, დიზაინი ერთი-ერთზე ემთხვევა!
21:38 / 05-02-2014
გამოხმაურება / 0 /
მავანი
საინტერესოა, პირველ სურათზე რომ ჩანთაა, მისი მთავარი დეტალი, ვინ ვისგან მოიპარა გასარკვევია : ))))) http://www.amazon.com/s/ref=bl_sr_apparel?ie=UTF8&field-brandtextbin=Nina+Carole+Designs&node=1036592
21:36 / 05-02-2014
გამოხმაურება / 0 /
მაგარია!
ქართველები ამ სფეროში მოკლედ მაგრა გაიქაჩნენ. აქ არ ეშველათ არაფერი და ყველა გარბის
19:13 / 05-02-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS