24 მაისი, 2018
მეგან მარკლი პრინც ჰარისთან ერთად მექსიკაში მამის მონახულებას აპირებს - ჰარი მეუღლის მამას ჯერ კიდევ არ იცნობს
19 მაისს დიდი ბრიტანეთი ცნობილ მოვლენას - პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილს ზეიმობდა. აღსანიშნავია, რომ ქორწილს არ ესწრებოდა მეგანის მამა. მარკლის მამამ ქორწილი გულის ოპერაციის გამო გამოტოვა და მექსიკაში იმყოფება.

როგორც გამომცემლობა "Entertainment Tonight"-ი გვატყობინებს, მეგან მარკლი პრინც ჰარისთან ერთად მექსიკაში გამგზავრებას და ტომას მარკლის მონახულებას გეგმავს.

„გავიგე, რომ ქორწილის შემდეგ მეგანსა და ჰარის, პირველ რიგში, ტომას მარკლის მონახულება სურთ, რომელიც ამჟამად გულის ოპარიიც შემდგომ რეაბილიტაციას გადის“, - განაცხადა "Vanity Fair"-ის ჟურნალისტმა, კეტი ნიკოლმა.

„ზუსტად არ ვიცით, როდის გაემგზავრება წყვილი. მეგანისა და ჰარის ახლო გარემოცვაში ამბობენ, რომ ახლად შეუღლებულებს ამ ვიზიტის განხორციელება ძალიან სურთ“, - ამატებს ის.

ჰარი მეუღლის მამას ჯერ კიდევ არ იცნობს.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS