სამეფო ქორწილში ბექჰემების წყვილი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა, ამის მიზეზი კი ის გახლდათ, რომ დევიდ ბექჰემი ქორწილში საღეჭ რეზინს ღეჭავდა, ხოლო ვიქტორიას ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს პანაშვიდზე იყო და არა ქორწილში. უფრო მეტიც, ვიქტორიამ სამეფო ქორწილის დრეს-კოდი დაარღვია და მან შავი სამოსი ჩაიცვა.
ბექჰემების წყვილის "საიდუმლო" პოპულარული ბრიტანული გამოცემის "The Sun"-ის ჟურნალისტებმა ამოხსნეს. გამოცემის ცნობით, სამეფო ქორწილის წინა დღით დევიდ ბექჰემი რესტორანში იმყოფებოდა, სადაც მან უცნობ გოგონას სასმელის ფული გადაუხადა. ვიქტორია სწორედ ამ ფაქტმა გააბრაზა.
გამოცემამ გაარკვია, რომ უცნობი გოგონა ივენთ-მენეჯერი კარა კებლ-უაიტი იყო. მან რესტორან "Soho Farmhouse"-ში გადაიხადა დაბადების დღე, სწორედ იქ იმყოფებოდა დევიდ ბექჰემი მეგობრებთან ერთად.
კარამ სოც. ქსელში სელფი დადო, სადაც დევიდ ბექჰემს ანგარიშის გადახდისთვის მადლობა გადაუხადა.