24 მაისი, 2018
რა საიდუმლოს ინახავს კეიტ მიდლტონის ახალი ბეჭედი და ვინ აჩუქა ის ჰერცოგინიას?
ქეით მიდლტონი ალექსანდრ მაქვინის ღია ყვითელი ფერის კაბით ამშვენებდა ქორწილს. საზოგადოების აღფრთოვანება დაიმსახურა მისმა შლიაპამაც, თუმცა, ბევრ მათგანს ყურადღების მიღმა დარჩა ქეითის მარჯვენა ხელზე მორგებული ციტრონის თვლიანი ბეჭედი, როგორც ჩანს, მის კოლექციას ის ახლახან შეემატა.

ერთი ვერსიით, ის შვილის გაჩენის შემდეგ ქეითს მეუღლემ უსახსოვრა. ცირტონის ქვა ჯანმრთელობის, ნდობის, ცნობისმოყვარეობისა და ბედნიერების მომტანად ითვლება, მაგრამ დამაინტრიგებელია მისი ფერი.

ქეით მიდლტონს ქორწილში ახალი ბეჭედი ეკეთა - ვისი საჩუქარია ის?

როგორც ვიცით, ეს კემპბრიჯის ჰერცოგის პირველი საჩუქარი არაა. 2015 წლის მაისში, შარლოტას დაბადების დღის შემდეგ პრინცმა მეუღლეს ამეთვისტოს
თვლიანი ოვალური საყურეები აჩუქა.

ქეით მიდლტონს ქორწილში ახალი ბეჭედი ეკეთა - ვისი საჩუქარია ის?

არ დაგავიწყდეთ, რომ ქეითი სულ ატარებს საფირონითა და ბრილიანტით დამშვენებულ 12-კარატიან საქორწინო ბეჭედს, რომელიც პრინცესა დიანას ეკუთვნოდა.

მარიამ ელიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS