23 მაისი, 2018
დეჟავიუ: მეგან მარკლმა ქეით მიდლტონის ჩაცმულობა გაიმეორა
გუშინ მეგან მარკლს სასექსის ჰერცოგინიას როლში დებიუტი ჰქონდა. მეგანი მეუღლესთან ერთად პრინც ჩარლზის იუბილისადმი მიძღვნილ წვეულებაზე გამოჩნდა. პირველი გამოსვლისთვის ჰერცოგინიამ Goat-ის კანისფერი კაბა და Philip Treacy-ის შლაპა შეარჩია.

Rating

მოდის კრიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ ჰერცოგინია მეგანის მიერ შერჩეული სამოსი ძალიან ჰგავდა ქეით მიდლტონის ლუქს ამავე ცერემონიაზე 2012 წელს. მაშინ ქეითმა არჩევანი შეაჩერა Emilia Wickstead-ის ვარდისფერ კაბაზე, რომელსაც Jane Corbett-ის შლაპა და LK Bennett-ის ფეხსაცმელები შეუხამა.

Rating

საინტერესოა, თქვენ რომელ ჩაცმულობას მიანიჭებთ უპირატესობას?

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS