23 მაისი, 2018
მერიემ უზერლის ბიკინიში გადაღებულმა ფოტომ, სადაც ქალიშვილს კოცნის ტუჩებში, სოც. ქსელში რეზონანსი გამოიწვია
სერიალის „დიდებული საუკუნე“ მთავარი ვარსკვლავი, მსახიობი მერიემ უზერლი სოც. ქსელის მომხმარებლებმა კვლავ გააკრიტიკეს.

ჯერ უზერლის გარშემო მითქმა-მოთქმა ბოტოქსით გატაცების გამო არ ჩამცხრალა, როცა მსახიობი ცვილის ფიგურას შეადარეს, ახლა კი მერიემი კრიტიკის ახალ ქარცეცხლში გაეხვა.

მერიემ უზერლიმ საკუთარ Instagram-ზე გამოაქვეყნა ფოტო, სადაც საცურაო კოსტუმში გამოწყობილ 4 წლის ქალიშვილს, ლარას ტუჩებში კოცნის. თაყვანისმცემლების ერთი ნაწილი უზერლის ფორმებით მოიხიბლა, მეორე ნაწილმა კი ქალიშვილის ტუჩებში კოცნისთვის გააკრიტიკა და ისიც აღნიშნეს, რომ სოც. ქსელში ბიკინიში გამოწყობილი არ უნდა გამოჩენილიყო.

Rating
ანა
გარელი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ნანა
ასეთი ლამაზი და ამაღელვებელი ფოტო დედა-შვილობის რატომ უნდა იყოს კრიტიკის ქარ_ცეცხლში ვერ გამიგია
20:04 / 24-05-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS