ახლა მარკლი სამსახიობო კარიერას ვეღარ გააგრძელებს და სოციალური საქმეებით დაკავდება, როგორც ამას პრინც უილიამის მეუღლე, ქეით მიდლტონი აკეთებს.
სამეფო ოჯახთან ურთიერთობა არც ისეთი მარტივია, როგორც ბევრს წარმოუდგენია. ჰარისთვის ღირსეული მეუღლე რომ გახდეს, მეგანს სასახლის პროტოკოლისა და წესების შესწავლა მოუწევს.
მას ელემენტარული რაღაცები ეკრძალება, მათ შორის ხამანწკების ჭამა და ავტოგრაფების დარიგება.
ამ და სხვა აკრძალვების გარდა, მეგან მარკლის 8 სიტყვის თქმაც აეკრძალა.
მათ შორისაა სრულიად უწყინარი სიტყვებიც: "სუნამო"; "სასტუმრო"; "დივანი"; "მამა"; "შიდა ეზო"; "უკაცრავად" და "საპირფარეშო".