23 მაისი, 2018
"ხმა დაირხა, ლიფტში გადაჭარბებული დოზით გარდაცვლილი იპოვესო" - ულამაზესი თბილისელი გოგოს საიდუმლოებით მოცული სიკვდილი

 

თბილისში მასზე ლეგენდებს დღემდე ყვებიან. ულამაზესი მედიკო მებურიშვილის ცხოვრებაც და ამ ქვეყნიდან წასვლაც განსხვავებული, იდუმალებით სავსე მოვლენა იყო თბილისისათვის. მასზე უამრავი ტყუილ-მართალი შეიქმნა!

1968 წლის 14 აპრილს 21 წლის უნდა გამხდარიყო. 10 აპრილს დაკრძალეს საბურთალოს სასაფლაოზე. მისი დაკრძალვის პროცესიას ზღვა ხალხი მიჰყვებოდა, ეს იმდენად უჩვეულო იყო, ამბობენ, რომ იმჟამინდელი ხელისუფლება გვარიანად შეშინდა. თურმე "ამერიკის ხმამაც" კი გადასცა - თბილისში, ულამაზესი ახალგაზრდა ქართველი ქალბატონის დარძალვაზე არნახული ხალხმრავლობა იყოო!

გთავაზობთ სტატიას "კვირის პალიტრის" არქივიდან:

"ისინი ერთადგაიზარდნენ. პატარა
ქალაქის ერთი უბნის ცნობილ სკოლაში კლასელები იყვნენ, მერე - უახლოესი მეგობრები და ერთად გაატარეს ახალგაზრდობა, - 21 წლამდე. ერთ-ერთი მათგანი ამ ასაკში დაიღუპა. მაშინ ბევრი ახალგაზრდა დაიღუპა მის გარშემო, მოულოდნელი სიკვდილით, მაგრამ იმ ერთის სიცოცხლე ბოლომდე გამოუცნობ მითად დარჩა. ამ მითს დღემდე ინახავს საზოგადოება, რომელმაც ჩამოაყალიბა ეს გოგონა, შემდეგ კი უკანასკნელ გზაზე გააცილა.

ის მეორე ჩემი რესპონდენტია, ცნობილი ჟურნალისტი ვახტანგ კობაიძე, - ადამიანი, რომელმაც საკუთარ მოგონებებში შემოინახა მედიკო მებურიშვილისა და მაშინდელი თბილისის ხსოვნა. რომელსაც ძალიან ენატრება თბილისური ურთიერთობები და, მასთან ერთად, ულამაზესი გოგონა, რომელიც ამ ქალაქის ნაწილიც იყო და ბიოგრაფიაც. ამიტომ ამბავი, რომელსაც ბატონი ვახტანგი მოგვითხრობს, ამ ქალაქის და მასში მცხოვრები ადამიანების ისტორიაცაა.

უბანი

მედიკო ზემელზე, პაპანინის ქუჩაზე დაიბადა. გრიბოედოვის ქუჩის ასახვევთან მდებარეობდა მისი სახლი. დედა, ქალბატონი ვენერა, ექიმი იყო, მამა, ბატონი შალვა, - სტამბის დირექტორი. პატარა გოგონა ძველი, თბილისელი ინტელიგენტების ოჯახში იზრდებოდა. ამ ოჯახის სულისკვეთება კარგად იგრძნობოდა მისაღებ ოთახში, სადაც ბრწყინვალე ბიბლიოთეკა მოეწყოთ. თავის ოთახში ცალკე ბიბლიოთეკაში განსაკუთრებული ადგილი სათავგადასავლო წიგნებს ეკავა. თავის ასაკთან შედარებით გაცილებით მეტი იცოდა. კარგად იცოდა რამდენიმე უცხო ენა.

53-ე სკოლაში მესამე კლასში გადავიდა. მედიკოს სკოლაში ტარება მეზობელმა, 53-ე სკოლის პედაგოგმა, ნინა უჩანეიშვილმა ითავა. მაშინ არავის უკვირდა მეზობლის ამგვარი თავდადება. ძველი თბილისი იყო, გახსნილი ურთიერთობებით, ყველა ერთ ოჯახად ცხოვრობდა. მედიკოს მშობლები მუშაობდნენ და მეზობელი ოჯახს ამ ფორმით ეხმარებოდა.

პირველივე დღეს ყურადღება მიიქცია ლამაზმა გოგონამ ქერა თმითა და მონაცრისფრო თვალებით. მის გარეგნობას სულიერება კიდევ მეტ ხიბლს მატებდა. კონტაქტური, კეთილი და გახსნილი ბუნების გოგონა კლასელებს უმალ დაუმეგობრდა. განსაკუთრებით ვაჟებთან მეგობრობდა და ამ მეგობრობაში ტოლს არავის უდებდა. რაღაცნაირი, "ვაჟკაცური" გოგონა ყოფილა... განაგრძეთ კითხვა:

 

თბილისში მასზე ლეგენდებს დღემდე ყვებიან. ულამაზესი მედიკო მებურიშვილის ცხოვრებაც და ამ ქვეყნიდან წასვლაც განსხვავებული, იდუმალებით სავსე მოვლენა იყო თბილისისათვის. მასზე უამრავი ტყუილ-მართალი შეიქმნა!

1968 წლის 14 აპრილს 21 წლის უნდა გამხდარიყო. 10 აპრილს დაკრძალეს საბურთალოს სასაფლაოზე.მისი დაკრძალვის პროცესიას ზღვა ხალხი მიჰყვებოდა, ეს იმდენად უჩვეულო იყო, ამბობენ, რომ იმჟამინდელი ხელისუფლება გვარიანად შეშინდა. თურმე "ამერიკის ხმამაც" კი გადასცა - თბილისში, ულამაზესი ახალგაზრდა ქართველი ქალბატონის დარძალვაზე არნახული ხალხმრავლობა იყოო!

გთავაზობთ სტატიას "კვირის პალიტრის" არქივიდან:

"ისინი ერთადგაიზარდნენ. პატარა ქალაქის ერთი უბნის ცნობილ სკოლაში კლასელები იყვნენ, მერე - უახლოესი მეგობრები და ერთად გაატარეს ახალგაზრდობა, - 21 წლამდე. ერთ-ერთი მათგანი ამ ასაკში დაიღუპა. მაშინ ბევრი ახალგაზრდა დაიღუპა მის გარშემო, მოულოდნელი სიკვდილით, მაგრამ იმ ერთის სიცოცხლე ბოლომდე გამოუცნობ მითად დარჩა. ამ მითს დღემდე ინახავს საზოგადოება, რომელმაც ჩამოაყალიბა ეს გოგონა, შემდეგ კი უკანასკნელ გზაზე გააცილა.

-0:04

ის მეორე ჩემი რესპონდენტია, ცნობილი ჟურნალისტი ვახტანგ კობაიძე, - ადამიანი, რომელმაც საკუთარ მოგონებებში შემოინახა მედიკო მებურიშვილისა და მაშინდელი თბილისის ხსოვნა. რომელსაც ძალიან ენატრება თბილისური ურთიერთობები და, მასთან ერთად, ულამაზესი გოგონა, რომელიც ამ ქალაქის ნაწილიც იყო და ბიოგრაფიაც. ამიტომ ამბავი, რომელსაც ბატონი ვახტანგი მოგვითხრობს, ამ ქალაქის და მასში მცხოვრები ადამიანების ისტორიაცაა.

უბანი

მედიკო ზემელზე, პაპანინის ქუჩაზე დაიბადა. გრიბოედოვის ქუჩის ასახვევთან მდებარეობდა მისი სახლი. დედა, ქალბატონი ვენერა, ექიმი იყო, მამა, ბატონი შალვა, - სტამბის დირექტორი. პატარა გოგონა ძველი, თბილისელი ინტელიგენტების ოჯახში იზრდებოდა. ამ ოჯახის სულისკვეთება კარგად იგრძნობოდა მისაღებ ოთახში, სადაც ბრწყინვალე ბიბლიოთეკა მოეწყოთ. თავის ოთახში ცალკე ბიბლიოთეკაში განსაკუთრებული ადგილი სათავგადასავლო წიგნებს ეკავა. თავის ასაკთან შედარებით გაცილებით მეტი იცოდა. კარგად იცოდა რამდენიმე უცხო ენა.

53-ე სკოლაში მესამე კლასში გადავიდა. მედიკოს სკოლაში ტარება მეზობელმა, 53-ე სკოლის პედაგოგმა, ნინა უჩანეიშვილმა ითავა. მაშინ არავის უკვირდა მეზობლის ამგვარი თავდადება. ძველი თბილისი იყო, გახსნილი ურთიერთობებით, ყველა ერთ ოჯახად ცხოვრობდა. მედიკოს მშობლები მუშაობდნენ და მეზობელი ოჯახს ამ ფორმით ეხმარებოდა.

პირველივე დღეს ყურადღება მიიქცია ლამაზმა გოგონამ ქერა თმითა და მონაცრისფრო თვალებით. მის გარეგნობას სულიერება კიდევ მეტ ხიბლს მატებდა. კონტაქტური, კეთილი და გახსნილი ბუნების გოგონა კლასელებს უმალ დაუმეგობრდა. განსაკუთრებით ვაჟებთან მეგობრობდა და ამ მეგობრობაში ტოლს არავის უდებდა. რაღაცნაირი, "ვაჟკაცური" გოგონა ყოფილა...

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS