განსაკუთრებით დიდი ყურადღება მიიპყრო მეგან მარკლის საქორწინო კაბამ, რომელიც "ჯივენშის" მოდის სახლმა შექმნა.
ბუნებრივია, კაბა ყველას არ მოეწონა, მათ შორის იყო მომღერალი კეტი პერი, რომელმაც მეგან მარკლის საქორწინო კაბა საჯაროდ გააკრიტიკა.
კეტი პერის განცხადებით, მეგან მარკლის კაბა საკმაოდ მკაცრი სტილის იყო და კეიტ მიდლტონის საქორწინო კაბა ბევრად ჯობდა.
რაც შეეხება მომღერლის მოსაზრებას მეგან მარკლისთან დაკავშირებით,
"მე მოხარული ვარ მათი ქორწინების. ის ფემინიზმის მხარდამჭერია და ყოველთვის გვერდით დავუდგები ამის გამო", - განაცხადა მომღერალმა.