ანა პოსტსაბჭოთა რუსეთის ყველაზე ცნობილი ჯაშუში ქალია, თუმცა ახლა მას ახალი კარიერა აქვს. ჩეპმენი ამტკიცებს, რომ მისი ახალი მისია უწინდელი ფასეულობებით არის ნაკარნახევი და რუსული პატრიოტიზმითაა შთაგონებული.
''ძალიან მწყინს, რომ ჩვენ
თუ გვსურს, ყველასგან დამოუკიდებლები დავრჩეთ, ვინც კი ჩვენზე გავლენის მოხდენას ცდილობს, საკუთარი ნივთები უნდა ვაწარმოოთ, ჩვენს ხალხს სამუშაო მივცეთ და ერთად ვისწავლოთ'', - აღნიშნავს ანა, რომელიც წუხს იმის გამო, რომ რუსები დასავლური წარმოების სამოსს ანიჭებენ უპირატესობას.
თავის კოლექციას კი ჯაშუში დიზაინერი აფასებს, როგორც ''რუსული კულტურით შთაგონებულს, განსაკუთრებით კი ცარიზმის პერიოდით''.
აშშ-იდან დეპორტირებული სხვა ''ექსჯაშუშები'' ჩრდილში მოექცნენ, თუმცა ჩეპმენი საჯარო ფიგურა გახდა. მან არც გულახდილ ფოტოსესიებზე თქვა უარი, არც საჯარო ცხოვრებაზე. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ანას რუსეთში დიდ პატივს სცემენ და მის საჯარო ცხოვრებასაც გულით მიესალმებიან.
ჟურნალი ''რეიტინგი''