ალა პუგაჩოვამ ინსტაგრამზე გუშინ საარქივო კადრები გამოაქვეყნა. ვიდეო 27 წლის წინ არის გადაღებული, კერძოდ მაშინ, როცა მისი შვილი კრისტინა ორბაკაიტე და შვილიშვილი ნიკიტა პრესნიაკოვი სამშობიარო კლინიკიდან გაწერეს. ასე მიულოცა ბებომ შვილიშვილს 27 წლის იუბილე სოციალურ ქსელში.
ნიკიტა პრესნიაკოვი ლონდონში დაიბადა და ბებოს სურდა, მისთვის როემი დაერქვათ.
ალა პუგაჩოვამ ინსტაგრამზე ასევე გამოაქვეყნა შვილიშვილთან ერთად გადაღებული ფოტოც და საკმაოდ ემოციური პოსტიც დაწერა: "მიხარია, რომ ჩემი შვილიშვილი, რომელიც გასტროლებზე დამყავდა, დიდი მუსიკოსი გაიზარდა. წარმატებებს გისურვებ. გილოცავ დაბადების დღეს".