ჟურნალისტებმა ცერემონიის სავარაუდო ღირებულება დათვალეს. აღნიშნულია, რომ თანხის დიდი ნაწილი, 40 მლნ დოლარი დაცვაზე დაიხარჯა.
გამომცემლობის აზრით, ქორწილის ორგანიზატორების მომსახურება 150 ათასი დოლარი დაჯდა. მუსიკოსებზე 400 ათას დოლარზე მეტი დაიხარჯა, ფლორისტების მუშაობა 150 ათასად შეფასდა, ფოტოგრაფები და ოპერატორები კი 23 ათასი დოლარი. როგორც ჟურნალისტებმა გამოთვალეს, სტუმრების გამასპინძლებისთვის 385 ათას დოლარზე მეტი დახარჯეს. საქორწინო ტორტში კი 65 ათას დოლარზე მეტი
მანამდე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრინც ჰარის საცოლის, მეგან მარკლის კაბა 135 ათასი დოლარი ღირდა.
ბრიტანელი პრინცის ჰარისა და ამერიკელი მსახიობის, მეგან მარკლის ქორწილი 19 მაისს უინძორის სასახლეში გაიმართა. ცერემონიაზე 2,6 ათასი ადამიანი მივიდა, მათ შორის იყვნენ - ელტონ ჯონი, ოპრა უინფრი, სერენა უილიამსი, ჯორჯ ქლუნი, ვიქტორია და დევიდ ბექჰემები, ასევე სამეფო ოჯახის წევრები.
ანა გარელი