18 მაისი, 2018
როგორი კაბა ეცმევა მეგან მარკლს საკუთარ ქორწილში?
დიდი ხნის განმავლობაში მალავდნენ, თუ ვინ იყო მეგან მარკლის საქორწინო კაბის დიზანერი, თუმცა, ბოლოს ამის შესახებ ინფორმაციამ ტვიტერში გაჟონა და ჩვენ ახლა ვიცით, რომ ხვალ პატარძალი ღალპჰ & ღუსსო-ის კაბას მოიხდენს. ავსტრალიელი პარტნიორები და ცხოვრებაში წყვილი, თამარა რალფი და მაიკლ რუსო, ექსტრავაგანტული კოსტიუმების დიზაინით არიან ცნობილნი და სულ ახლახან შექმნეს მეგან მარკლის კაბა, რომელიც 100 000 გირვანქა დაჯდა.

ცნობილია ისიც, რომ პატარძალს 2 კაბა ეცმევა - ერთი მიღებაზე, მეორე - წვეულებაზე. როგორც ცნობილი გახდა, საქორწინო
კაბა გლამურული, ნაკლებად შეზღუდული, ტრადიციული და ელეგანტურია.



2016 წლის მარტში მარკლმა თავისი ოცნების კაბა ასე აღწერა:

„საქორწინო კაბების უმრავლესობა კლასიკური და თანამედროვეა, მე პირადად მირჩევნია უცნაური და რომანტიკული კაბა”, - თქვა მან.

მარიამ ელიაშვილი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS