18 მაისი, 2018
არანაირი ხანჯალი და ტელეფონი როგორ ემზადება ბრიტანეთი სამეფო ქორწილისთვის და რატომ არაა მოწვეულთა სიაში დონალდ ტრამპი?
პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილს ბრიტანეთი სუნთქვაშეკრული ელოდება. ვებგვერდებზე ჩართულია ტაიმერი, რომელიც სამეფო ქორწილამდე დარჩენილ დროს გვიჩვენებს. "ტელეგრაფი" ხვალინდელი დღის განრიგთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას გვაწვდის.

ქორწილი 19 მაისს, სასახლის წმინდა გიორგის სამლოცველოში გაიმართება. სწორედ იქ, სადაც პრინცი ჰარი მოინათლა. დღის ორგანიზებაზე ბუკინგემის სასახლეა პასუხისმგებელი.

მოწვეულთა სიაში 600 დიდგვაროვანი და წყვილის 200 ახლო მეგობარია. სტუმრებს შორის ვერ ნახავთ პოლიტიკურ ლიდერებს, მათ შორის ვერც დონალდ ტრამპსა და ბარაკ ობამას.

სამეფო წყაროების ინფორმაციით, სტუმრების სიაში მხოლოდ ის
პირები არიან, ვისაც უშუალო ურთიერთობა აქვს წყვილთან. ამასთან, წმინდა გიორგის სამლოცველო არც თუ ისე დიდია. სიაში შეიძლება იყოს ჩოგბურთის ვარსკვლავი სერენა უილიამსი, სარა რაფერტი, პატრიკ ადამსი და ვენდელ პიერსი.

Rating

გასაკვირი არაა დრესკოდის სიმკაცრე. სტუმრებს მობილურების და ყველა იმ საშუალების გარეთ დატოვება მოუწევთ, რომლითაც ფოტოს გადაღებაა შესაძლებელი. მოწვეულები შეზღუდულნი არიან აქსესუარების ტარებაშიც. „არა ხანჯლებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

მოსაწვევები დამზადდა ბერნარდისა და ვესტვუდის მიერ, რომელიც 1985 წლიდან სამეფო ოჯახის პარტნიორია.

პირველ ოფიციალურ შეხვედრას დედოფალი შუადღისას უმასპინძლებს. 180-ფუტიანი ოთახი ტრადიციულად სახელმწიფო ბანკეტებისთვისაა განკუთვნილი. 1992 წელს ის თანამედროვე გოთურ სტილში გადააკეთეს. საღამოს 200 ახლო მეგობრისა და ოჯახისთვის გაიმართება ცერემონიალი.

საქორწინო ტორტზე ბევრი არაფერია ცნობილი, თუმცა, ვიცით, რომ “გაზაფხულის არომატით“ გაჯერებულ ტორტს ლონდონელი შეფ-მზარეული კლარა პტაკი ამზადებს. როგორც ამბობენ, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა სამეფო ქორწილში სტუმრებს ხილის ტორტი არ დახვდებათ.

დარბაზების დიზაინსა და ყვავილების არჩევაზე ფლორისტმა ფილიპ კრადოკმა იზრუნა. იგი ბრიტანულმა VOGUE-მ წლის საუკეთესო ფლორისტად დაასახელა. მისი მიზანი წვეულების ფერებითა და სასიამოვნო სურნელით გალამაზება გახლავთ.




მარიამ ელიაშვილი





FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS