„მის მეგან მარკლმა მის სამეფო უდიდებულესობას, უელსის პრინცს სთხოვა, ქორწინების დღეს საკურთხეველთან მან მიიყვანოს,“ - აღნიშნულია განცხადებაში.
გუშინ მეგანმა დაადასტურა, რომ მისი მამა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ბრიტანეთში ვერ ჩავიდოდა.
„სამწუხაროდ, ქორწილში არ იქნება მამაჩემი. იმედი მაქვს, მიეცემა საშუალება, საკუთარ ჯანმრთელობაზე იზრუნოს“, - აღნიშნა მარკლმა განცხადებაში, რომელიც კენსინგტონის სასახლემ გამოაქვეყნა.