თუ როგორ ახერხებს ამას და როგორ შეიცვალა მისი ცხოვრება 50 წლის შემდეგ, ის იტალირ Vogue-თან ინტერვიუში ჰყვება.
სილამაზეზე
„შესაძლოა ბანალურია, მაგრამ ლამაზი რომ იყო, მნიშვნელოვანია კარგი ძილი, უნდა სვამდე ბევრ წყალს და დაკავდე თვითგანათლებით, სილამაზე ხომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გარეგნული, არამედ შინაგანიც. მიყვარს ყველაფერზე კითხვა. ერთ-ერთი უკანასკნელი წიგნი დიეტას ეხებოდა, რომელიც სისხლის ჯგუფის მიხედვით ირჩევა - სწორედ ამ დიეტის მიხედვით ვიკვებები ახლა.
ვფიქრობ, სილამაზე საჩუქარია. მისი შენარჩუნება კი დიდი შრომაა. ხანდახან ამან შესაძლოა ხელიც შეგიშალოს - განსაკუთრებით კინოში. ის ნიღაბივითაა, რომლისგანაც განთავისუფლება რთულია, რათა საკუთარი ემოციების დემონსტრირება მოახდინო“.
ასაკსა და ჰორმონებზე
„50 წლის ასაკში შეგიძლია გაიცინო იმაზე, რაზეც 20 წლის ასაკში ტიროდი. ამ ასაკს ახლავს გარკვეული სიმსუბუქე. ყველა ქალი ასაკში იმ აზრით შედის, რომ რეპროდუქციული ასაკის დასრულების შემდეგ, სრულდება ცხოვრებაც. მაგრამ ასე სულაც არ არის. მე მჯერა, რომ მენოპაუზა აბსოლუტური თავისუფლებაა. ამ მომენტის შემდეგ ქალი ჰორმონების მონა აღარ არის - ახლა ის მართავს მათ და არა პირიქით.
მე დღემდე მაქვს ახლის შესწავლის სურვილი, ახალი პროექტების წამოწყება მინდა. 20 წლის ასაკში ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ 50 წლის ასაკში ყველაფერი ასე იქნებოდა - აქტიური მუშაობა, წინადადებები და იმაზე საინტერესო როლებიც კი, ვიდრე ახალგაზრდობაში მქონდა“.
განაგრძეთ კითხვა: