17 მაისი, 2018
სერიალის „ძმა“ ვარსკვლავს ჩაათაი ულუსოის ნარკოტიკებით ვაჭრობაში სდებენ ბრალს
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თურქი მსახიობი, ჩაათაი ულუსოი ნარკოტიკებით ვაჭრობაშია ჩართული.

სკანდალური პროცესის შემდეგ, რომელიც 5 წელს გაგრძელდა, სასამართლომ ულუსოი დამნაშავედ სცნო. მას ნარკოტიკებით ვაჭრობის ორგანიზებაში ედება ბრალი და 4-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

Rating

როგორც გამომცემლობა Haberler.com-ი აცხადებს, თუ სასჯელი საბოლოოდ შევა ძალაში, ჩაათაი ულუსოი ციხეში 1 წელსა და 9 თვეს გაატარებს.
მსახიობის ადვოკატები ბრალდების მოხსნას ითხოვენ, მაგრამ, თუ ასე არ მოხდება, მაშინ სასჯელის სახის შეცვლას ითხოვენ - აღსანიშნავია, რომ ამჟამად ულუსოის არხის Netflix პროექტში იღებენ და თუ
დააპატიმრებენ, მას სხვა მსახიობი შეცვლის.

სკანდალურ საქმეში სხვა ცნობილი სახეებიც ფიგურირებენ. მათ შორის არიან მსახიობი გიზემ კარადა და მომღერალი და ტელეწამყვანი ჯენკ ერენი.

გიზემ კარადა

Rating

ჯენკ ერენი

Rating
ანა გარელი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS