15 მაისი, 2018
ვინ არის სინამდვილეში "ტონიო ფორტებრაჩი" - გაბრიელ გარკოს ბიოგრაფია და პირადი ცხოვრება
უკვე რამდენიმე თვეა, რაც ქართულ ტელეეკრანებზე ახალი სერიალი „ღირსების საქმე“ გამოჩნდა. პოპულარული იტალიური სერიალი სასტიკ, მაფიოზურ ცხოვრებაზე გვიყვება ამბავს. თუმცა, გარდა საინტერესო სიუჟეტისა, მაყურებლის ყურადღებას მომხიბვლელ მსახიობთა გუნდი იქცევს. მათ შორის ყველაზე გამორჩეული გარეგნობის კი, მთავარი როლის შემსრულებელი გაბრიელ გარკო გახლავთ, რომელიც დაუნდობელი მაფიოზის, ტონიო ფორტებრაჩის როლს ასახიერებს.

აღსანიშნავია, რომ გარკოს მიმზიდველობამ ქართველი ქალების გულები მალევე დაიმონა.

Rating
გაიგეთ, ვინ არის სინამდვილეში „ტონიო ფორტებრაჩი“

გაბრიელ გარკო - იტალიელი მსახიობი და ყოფილი მოდელი. დაიბადა 1974 წლის 12
ივლისს ტურინში, იტალია. ნამდვილი სახელი დარიო ოლივიერო. როგორც ინტერვიუებში თავად ჰყვება, ფსევდონიმის სახით საკუთარი დედის ბერძნული გვარი (Garchio) გარკო აიღო, თუმცა, მაინც დარიო ოლივიეროდ დარჩა. მამა ვენეციელი, დედა კი სიცილიელი ჰყავს. ასევე ჰყავს სამი და. ბავშვობაში დარიო ვეტერინარობაზე ოცნებობდა და აღმერთებდა ფილმს „კინგ კონგი“.

Rating

დაკავებულია ბოდი-ბილდინგით, ცურვით, სათხილამურო სპორტით, ცხენოსნობით, ტურინის საფეხბურთო გუნდის „Juventus“-ის მხარდამჭერია. სამხედრო მოვალეობა გაიარა იტალიის პოლიციაში.

1991 წელს მისტერ იტალიის ტიტულის მიღებამ ახალგაზრდა გარკოს კარიერული წინსვლა მოუტანა.

Rating

2002 წელს იტალიური ჟურნალის „Max“-ის კალენდრისთვის გაშიშვლდა.

დიდ ეკრანზე მისი სადებიუტი ფილმი გახლდათ „შავი ანგელოზი“.

Rating

მაშინ გაბრიელის ხმა არაპროფესიონალურად მიიჩნიეს და გასახმოვანებლად სხვა მსახიობი მიიწვიეს, თუმცა, ეს პირველი და უკანასკნელი შემთხვევა აღმოჩნდა. მოგვიანებით გარკო თავის დიქციასა და ინტონაციაზე მუშაობდა და ფიქრობს, რომ საკუთარი ხმის მართვა მსახიობის მთავარი ოსტატობაა.

გაბრიელ გარკო მრავალი წლის მანძილზე მსახიობ ევა გრიმალდისთან ერთად ცხოვრობდა. შემდეგ რომანი ჰქონდა ინჟინერ ქალთან, სარასთან. რამდენიმე ხნის წინ კი ის კოლეგასთან Adua Del Vesco-თან ერთად სეირნობისას შენიშნეს. მათ შორის ასაკობრივი სხვაობა 23 წელია. გავრცელებული ფოტოების გამო, გარკო ძალიან უკმაყოფილო იყო, რადგან ფოტოგრაფებმა მისი გულის საიდუმლოებები გაამხილეს: „ პაპარაცები ყველგან მითვალთვალებენ. მათ ვერსად დაემალები და მე ამის გამო ძალიან ვბრაზობ“.
Rating

თავად Adua Del Vesco-მ კი საკუთარ ინტერვიუში გარკო ასე დაახასიათა: „ფანტასტიკური ადამიანი, გულუხვი, როგორც გადასაღებ მოედანზე, ისე მის გარეთ“.

პირად ცხოვრებაზე გარკო ხშირად არ საუბრობს, თუმცა, ერთ-ერთ ინტერვიუში გამოტყდა, რომ უკვე დიდი ხანია, საკუთარ შვილებზე ოცნებობს.

Rating

მსახიობმა იცის სამი ენა - იტალიური, ფრანგული და ინგლისური.

აქვს ცნობილი ბრენდების სათვალეების დიდი კოლექცია.

გახმაურებულ სერიალში „ღირსები საქმე“ მუშაობის შემდეგ, სადაც საკმაოდ დრამატული, რთული როლი მოირგო, მაყურებლის დიდი სიყვარული დაიმსახურა.

Rating

ამჟამად ცხოვრობს რომში, ჰყავს ძაღლი და სამი კატა.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS