აღსანიშნავია, რომ გარკოს მიმზიდველობამ ქართველი ქალების გულები მალევე დაიმონა.
გაიგეთ, ვინ არის სინამდვილეში „ტონიო ფორტებრაჩი“
გაბრიელ გარკო - იტალიელი მსახიობი და ყოფილი მოდელი. დაიბადა 1974 წლის 12
დაკავებულია ბოდი-ბილდინგით, ცურვით, სათხილამურო სპორტით, ცხენოსნობით, ტურინის საფეხბურთო გუნდის „Juventus“-ის მხარდამჭერია. სამხედრო მოვალეობა გაიარა იტალიის პოლიციაში.
1991 წელს მისტერ იტალიის ტიტულის მიღებამ ახალგაზრდა გარკოს კარიერული წინსვლა მოუტანა.
2002 წელს იტალიური ჟურნალის „Max“-ის კალენდრისთვის გაშიშვლდა.
დიდ ეკრანზე მისი სადებიუტი ფილმი გახლდათ „შავი ანგელოზი“.
მაშინ გაბრიელის ხმა არაპროფესიონალურად მიიჩნიეს და გასახმოვანებლად სხვა მსახიობი მიიწვიეს, თუმცა, ეს პირველი და უკანასკნელი შემთხვევა აღმოჩნდა. მოგვიანებით გარკო თავის დიქციასა და ინტონაციაზე მუშაობდა და ფიქრობს, რომ საკუთარი ხმის მართვა მსახიობის მთავარი ოსტატობაა.
გაბრიელ გარკო მრავალი წლის მანძილზე მსახიობ ევა გრიმალდისთან ერთად ცხოვრობდა. შემდეგ რომანი ჰქონდა ინჟინერ ქალთან, სარასთან. რამდენიმე ხნის წინ კი ის კოლეგასთან Adua Del Vesco-თან ერთად სეირნობისას შენიშნეს. მათ შორის ასაკობრივი სხვაობა 23 წელია. გავრცელებული ფოტოების გამო, გარკო ძალიან უკმაყოფილო იყო, რადგან ფოტოგრაფებმა მისი გულის საიდუმლოებები გაამხილეს: „ პაპარაცები ყველგან მითვალთვალებენ. მათ ვერსად დაემალები და მე ამის გამო ძალიან ვბრაზობ“.
თავად Adua Del Vesco-მ კი საკუთარ ინტერვიუში გარკო ასე დაახასიათა: „ფანტასტიკური ადამიანი, გულუხვი, როგორც გადასაღებ მოედანზე, ისე მის გარეთ“.
პირად ცხოვრებაზე გარკო ხშირად არ საუბრობს, თუმცა, ერთ-ერთ ინტერვიუში გამოტყდა, რომ უკვე დიდი ხანია, საკუთარ შვილებზე ოცნებობს.
მსახიობმა იცის სამი ენა - იტალიური, ფრანგული და ინგლისური.
აქვს ცნობილი ბრენდების სათვალეების დიდი კოლექცია.
გახმაურებულ სერიალში „ღირსები საქმე“ მუშაობის შემდეგ, სადაც საკმაოდ დრამატული, რთული როლი მოირგო, მაყურებლის დიდი სიყვარული დაიმსახურა.
ამჟამად ცხოვრობს რომში, ჰყავს ძაღლი და სამი კატა.
ანა გარელი