51 წლის მსახიობი და 21 წლის მოდელი ,,მზის გოგონების“ პრემიერას კანის კინოფესტივალზე დაესწრნენ. ფილმი რეჟისორმა ევა ჰასონმა საქართველოში გადაიღო. გადაღებები კინოინდუსტრიის ხელშეწყობის პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდებოდა.
ვინსენი და ტინა საჯაროდ ერთად იშვიათად ჩნდებიან, თუმცა, წყვილი ფესტივალზე ოფიციალურად წარსდგა და წითელ ხალიჩაზე არც გრძნობებს მალავდნენ, ერთმანეთს ეხვეოდნენ და მუდმივად იცინოდნენ. 21 წლის მოდელმა ვერცხლისფერი კაბა ღრმა დეკოლტით და შავი ქამრით შეარჩია, მისმა მეგზურმა კი არჩევანი კლასიკურ სმოკინგზე შეაჩერა.
ისინი ერთად 2015 წლიდან არიან, ერთმანეთი იბიცაზე
დასვენების დროს გაიცნეს. როგორც ტინა ამბობს, მან დიდი ხნის მანძილზე არ იცოდა, რომ რომ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ფრანგ მსახიობს ხვდებოდა, ის ფერმაში გაიზარდა და აქამდე ვინსენის არცერთი ფილმი ნანახი არ ჰქონია.
იხილეთ ვრცლად: