წყარო ამბობს, რომ ანჯელინას ედ სკრეინი მოსწონს. მსახიობი მასთან ერთად პოპულარული ფილმის „მალეფიცენტა“ მეორე ნაწილის გადაღებებში მონაწილეობს. მამაკაცი 35 წლისაა, მას ჰყავს ცოლი და 7 წლის ვაჟი.
ინტერვიუში სკრეინი ირწმუნება: „პრემიერების შემდეგ ან წვეულებებზე ზოგიერთი ვარსკვალი მეპატიჟება, მაგრამ მე უბრალოდ სასტუმრო ოთახში ვბრუნდები. ყველაზე მოსაწყენი ადამიანი ვარ“.
„ანჯელინა ფიქრობს, რომ ედი სექსუალური და ნიჭიერია.
5
საკუთარ სამშობლოში, ინგლისში სკრეინი მაყურებლისთვის კარგად ცნობილი მსახიობია, თუმცა, მსოფლიოში სახელი მხოლოდ „სამეფო კარის თამაშებში“ მონაწილეობის შემდეგ გაითქვა. მსახიობმა შესანიშნავად შეასრულა დაარიო ნაჰარისის როლი.
„მალეფიცენტას“ პირველი ნაწილის გადაღებების დაწყებამდე რეჟისორმა ჯოლის პირობა დაადებინა, რომ 10 კგ-ს მოიმატებდა. მედიის მტკიცებით, მსახიობი 37 კგ-ს იწონიდა, მაგრამ ანორექსიის დამარცხება შეძლო“.
ბრედ პიტთან დაშორების შემდეგ ჯოლის ძველი დაავადება კვლავ შეეყარა. მსახიობი ნორმალურად აღარ იკვებებოდა. ცოტა ხნის წინ ის შიმშილისგან გულწასული საავადმყოფოშიც მოხვდა. იქნება „მალეფიცენტა-2“ მას ჯანმრთელობის დაბრუნებაში დაეხმაროს.
ანა გარელი