ქსენია დელი დაქორწინებულია ეგვიპტელ ბიზნესმენზე, რომელიც მასზე 37 წლით უფროსია.
არც თუ ისე დიდი ხნის წინ, მოლდოველმა გოგონამ გამოაქვეყნა ფოტო, სადაც წამოზრდილი მუცელი მოუჩას და 850 000 გამომწერი გაახარა.
დელიმ ოსამა ფატი რაბაჰ ალ-შარიფაზე პოპულარულ ბერძნულ კუნძულ სანტორინიზე 2016 წელს იქორწინა.
საქორწინო ცერემონია მილიონ დოლარზე მეტი დაჯდა.
„ის გრძნობა, როცა იღვიძებ და ხვდები, რომ მსოფლიოში ყველაზე
შეხვედრა 2015 წელს დაიწყეს, მაგრამ ურთიერთობის დაკანონება 6 თვეში გადაწყვიტეს.
რაბაჰ ალ-შარიფმა გოგონას გული ძვირადღირებული საჩუქრებით მოინადირა, მათ შორის იყო ბრილიანტები, წითელი Maserati, ყვავილების უზარმაზარი თაიგულები და გასეირნება პირადი თვითმფრინავით.
ქსენია დელის ნახვა შეიძლება ჟურნალების Playboy, FHM, GQ, Sports Illustrated, Vogue, Harper's Bazaar-სა და Maxim-ის გარეკნებზე.
რაბაჰი პალესტინური წარმოშობის მუსულმანია, მაგრამ დელიმ ქორწინებაში ქრისტიანული რწმენა შეინარჩუნა.
მისი სამოდელო კარიერა მას შემდეგ დაიწყო, რაც ფოტოგრაფ პატრიკ კოქსს გაჰყვა ცოლად, რომელიც მიმტანად მუშაობის დროს გაიცნო. წყვილი ერთმანეთს რამდენიმე წლის წინ გაურკვეველი მიზეზით დაშორდა.
ახალი ქმრის გაცნობამდე ქსენია მომღერალ ეგორ კრიდოსაც ხვდებოდა.
ანა გარელი