03 თებერვალი, 2014
რამდენიმე ქვეყანაში დი კაპრიოს მონაწილეობით ფილმი აკრძალეს
მალაიზიასა და ნეპალში მის ჩვენებაზე საერთოდ უარი განაცხადეს, ხოლო ინდოეთში მას შემოკლებით აჩვენებენ, ცენზურით მარტინ სკორსეზეს ახალ სურათს ''უოლ-სტრიტის მგელი'', რომელშიც მთავარ როლს ლეონარდო დი კაპრიო ასრულებს, რამდენიმე ქვეყანაში ძალიან ცივად შეხვდნენ.

მალაიზიასა და ნეპალში მის ჩვენებაზე საერთოდ უარი განაცხადეს, ხოლო ინდოეთში მას შემოკლებით აჩვენებენ, ცენზურით.

ასეთივე შემოკლებული ვერსია, ამოღებული სცენებით, გადის ლიბანში. ამის მიზეზად სამსაათიანი ფილმის გულახდილი სექსუალური სცენები იქცა.

ფილმის პერსონაჟებს ასევე უხამსი ლექსიკა აქვთ, რამაც სხვადასხვა ქვეყანაში უკმაყოფილება გამოიწვია.

არადა, სურათმა უკვე მიიღო
პრიზები და ''ოსკარზეც'' არის ნომინირებული, მათ შორის ''საუკეთესო ფილმისა'' და ''საუკეთესო რეჟისორის'' ნომინაციებზე.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS