დაახლოებით ერთი წლის წინ უილიამსი მამა გახდა. მას მერე მისი ცხოვრება კარდინალურად შეიცვალა, ისევე, როგორც თვითონ მომღერალი -გოგონა ტედი მისთვის ცხოვრების აზრად იქცა, ამ ცხოვრებაში კი აღარ არის მავნე ჩვევების ადგილი
ვარსკვლავები იშვიათად ჰყვებიან თავიანთ პრობლემებზე, თუმცა წლების შემდეგ, როცა ყველა უბედურებას გადაიტანენ, წარსულს უბრუნდებიან, რომ საზოგადოებას მაგალითის სახით უამბონ.
ცნობილი ბრიტანელი მომღერალი რობი უილიამსი არ არის გამონაკლისი: მან იმის მოყოლა დაიწყო, რომ ახალგაზრდობაში ნარკოდამოკიდებულებით იტანჯებოდა, რამაც კინაღამ დაღუპა:
„საშინლად ვიყავი ამაზე დამოკიდებული და მესმოდა, რომ
ალბათ სიკვდილიც მელოდა, მაგრამ ჩემთვის სულერთი იყო. პრეპარატების მთელ კოქტეილს ვიღებდი. ამდენი კოკაინისგან მარცხენა ხელი გამიშეშდა. ჩემი ცხოვრება ალბათ ჰიტ ლეჯერის ცხოვრების სცენარით დასრულდებოდა, მაგრამ ახლა ჩემთვის სულერთი აღარ არის, რა ხდება ჩემს ცხოვრებაში“.
დაახლოებით ერთი წლის წინ უილიამსი მამა გახდა. მას მერე მისი ცხოვრება კარდინალურად შეიცვალა, ისევე, როგორც თვითონ მომღერალი -გოგონა ტედი მისთვის ცხოვრების აზრად იქცა, ამ ცხოვრებაში კი აღარ არის მავნე ჩვევების ადგილი.
გარდა ამისა, შარშან ნოემბერში მომღერლის ახალი ალბომი გამოვიდა. ნანატრი ალბომი სვინგის ჟანრის ახალი სიმღერებისა და ქავერებისგან შედგება, მისი შექმნა უილიამსს ქალიშვილმა შთააგონა.
ჟურნალი „რეიტინგი“