09 მაისი, 2018
ახალგაზრდობის ფოტოზე ვალერი მელაძე მიხეილ სააკაშვილს შეადარეს
ადრეულ ასაკში ვალერი მელაძემ ნიკოლაევის გემთმშენებლის ინსტიტუტი დაამთავრა და ინჟინერ-მექანიკოსი გახდა. თუმცა, საბოლოოდ, მაინც მუსიკამ გაიმარჯვა.

26 წლის წინ, მელაძე სოლო კომპოზიციით პირველად გამოჩნდა, სადებიუტო ალბომმა „Сэра“ კი მომღერალს მთელ რუსეთში გაუთქვა სახელი.

ცოტა ხნის წინ, „პირველი არხის“ წამყვანმა, ირინა მურომცევმა იმ დროში გადაღებული იშვიათი ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოზე ჟურნალისტი ახალგაზრდა ვალერი მელაძესთან ერთადაა გადაღებული, რომლისგანაც ის ინტერვიუს იღებდა.
Rating
ფოტომ სოციალური ქსელის მომხმარებლებში ნოსტალგიური გრძნობები გააღვიძა, ემოციური აღმოჩნდა მათი შეფასებები. გამომწერებმა მომღერლის საარქივო ფოტოზე საქართველოს ექს-პრეზიდენტთან
მოულოდნელი მსგავსებაც აღნიშნეს: „ახალგაზრდები“; „კარგები“; „რთულია ვალერი მელაძე ვერ იცნო“; „მიხეილ სააკაშვილი“.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS