Met Gala-ს ღონისძიება ყოველთვის სიურპრიზებითაა სავსე. გუშინ საზოგადოებისთვის კიდევ ერთი ახალი რომანის შესახებ გახდა ცნობილი. ამჯერად საქმე Tesla-ს დამფუძნებელს, ილონ მასკს ეხება, რომელიც წითელ ხალიჩაზე მუსიკოს კლერ ელის ბუშესთან ერთად წარსდგა. იგი სასცენო სახელით ცნობილია, როგორც Grimes.
46 წლის ბიზნესმენის რჩეული 30 წლის არის და მათი გაცნობის ისტორიაც საკმაოდ სახალისოა. წყვილი ერთმანეთს ერთი თვის წინ Tweeter-ზე გადააწყდა, როცა მათ ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული საერთო ინტერესები აღმოაჩნდათ, ცოტა ხნის წინ კი, მასკმა კლერის მუსიკალური ვიდეოც გააზიარა და ტექსტიც
დაურთო - „საუკეთესო მუსიკალური ვიდეორგოლი, რომელიც ოდესმე მინახავს“
განაგრძეთ კითხვა: