მას მერე, რაც მისმა და ელმამ ჟურნალისთვის ეროტიკული ფოტოები გადაიღო, ელმა ავეირუს სახელი ყველამ გაიგო. მიუხედავად იმისა, რომ ამ ქალ-ბატონს ნამდვილად არ აქვს ტოპმოდელის გარეგნობა, მხოლოდ იმიტომ, რომ ის რონალდუს დაა, მისი გულახდილი ფოტოები მაინც მოთხოვნადი აღმოჩნდა.
ელმა ავეირუ მამაკაცების
იმავე პერიოდში დაიწყო სასიმღერო კარიერა მისმა მეორე დამ - ლილიანა კატიამ, რომელიც რონალდას სახელით გამოდის სცენაზე.
სულ ცოტა ხნის წინ რონალდამ ახალი მუსიკალური სინგლი ჩაწერა და საკმაოდ მომგებიანი კონტრაქტიც გააფორმა კომპანიასთან, რომელიც ისეთ ცნობილ მომღერლებთან თანამშრომლობს, როგორებიც არიან ჯენიფერ ლოპესი და ლედი გაგა.
ვიდეოკლიპს აღნიშნულ სიმღერაზე დიდი წარმატება ხვდა ასევე „იუთუბზე“ და შვიდასი ათასზე მეტი ნახვა ჰქონდა. ახლა რონალდა სოლოალბომზე მუშაობას გეგმავს.
ჟურნალი „რეიტინგი“