მეგან მარკლი ინტერვიუებში ხშირად საუბრობდა დედაზე, დორია რედლანზე, რომელიც დიდხანს იბრძოდა საკუთარი უფლებებისთვის და ქალიშვილს ასწავლიდა დაეფასებინა
ახლა კი ცნობილი გახდა, რომ დორია რედლანი ოპრა უინფრის ინტერვიუზე დათანხმდა, სადაც საკუთარ რთულ ცხოვრებასა და ქალიშვილის აღზრდაზე ისაუბრა. მათი შეხვედრის დეტალებაი ჯერ არ გასაჯაროვებულა, თუმცა, ყველა მონაცემებით, ინტერვიუ ნამდვილი სენსაცია იქნება.
პაპარაცებმა რედლანი სანტა-ბარბარაში ოპრა უინფრის სახლის დატოვებისას შენიშნეს - მეგან მარკლის დედას ხელში საჩუქრები ეჭირა, რომლებსაც ტრადიციულად ოპრას შოუს ყველა წევრი იღებს.
ჯერჯერობით მეგან მარკლისა და ოპრა უინფრის წარმომადგენლებისგან ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა, რაც მომავალი სენსაციისადმი ინტერესს კიდევ უფრო ზრდის.
შეგახსენებთ, რომ მეგან მარკლი კალიფორნიაში ტომას მარკლისა და დორია რედლანის ოჯახში დაიბადა. პრინც ჰარის საცოლეს ჰყავს 50 წლის ნახევარ ძმა ტომას-მარკლი უმცროსი და 53 წლის ნახევარდა, სამანტა გრანტი ჰყავს.
ანა გარელი