04 მაისი, 2018
სენსაცია: მეგან მარკლის დედამ ინტერვიუ მისცა
15 დღეში წლის მთავარი ქორწინება შედგება - პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილი. მსოფლიო საზოგადოება ქორწილის სამზადისის ყველა დეტალს ინტერესით აკვირდება. განსაკუთრებულ ყურადღებას კი პრინც ჰარის საცოლეს უთმობენ. ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ახალი წევრისადმი დიდი ინტერესი გამოწვეულია არა მხოლოდ მისი ამერიკული წარმომავლობის, არამედ მისი ოჯახის ბიოგრაფიით.

მეგან მარკლი ინტერვიუებში ხშირად საუბრობდა დედაზე, დორია რედლანზე, რომელიც დიდხანს იბრძოდა საკუთარი უფლებებისთვის და ქალიშვილს ასწავლიდა დაეფასებინა
ის, რაც მათ ოჯახს ჰქონდა. მეგანისთვის ბავშვობის ერთ-ერთი სასიამოვნო მოგონება იამაიკაში მოგზაურობაა, სადაც ის დედას (რომელიც სოც. მუშაკია) საქველმოქმედო მისიაში დაეხმარა.

ახლა კი ცნობილი გახდა, რომ დორია რედლანი ოპრა უინფრის ინტერვიუზე დათანხმდა, სადაც საკუთარ რთულ ცხოვრებასა და ქალიშვილის აღზრდაზე ისაუბრა. მათი შეხვედრის დეტალებაი ჯერ არ გასაჯაროვებულა, თუმცა, ყველა მონაცემებით, ინტერვიუ ნამდვილი სენსაცია იქნება.

პაპარაცებმა რედლანი სანტა-ბარბარაში ოპრა უინფრის სახლის დატოვებისას შენიშნეს - მეგან მარკლის დედას ხელში საჩუქრები ეჭირა, რომლებსაც ტრადიციულად ოპრას შოუს ყველა წევრი იღებს.

Rating

ჯერჯერობით მეგან მარკლისა და ოპრა უინფრის წარმომადგენლებისგან ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა, რაც მომავალი სენსაციისადმი ინტერესს კიდევ უფრო ზრდის.

შეგახსენებთ, რომ მეგან მარკლი კალიფორნიაში ტომას მარკლისა და დორია რედლანის ოჯახში დაიბადა. პრინც ჰარის საცოლეს ჰყავს 50 წლის ნახევარ ძმა ტომას-მარკლი უმცროსი და 53 წლის ნახევარდა, სამანტა გრანტი ჰყავს.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
რუსუდანი
დედა თუ მულატკა ყავს, სად არის გარანტია რომ ინგლისს მულატი პრინცი ან პრინცესა არ მოევლინოს? ეს ხალხი გამაგიჟებს დავმარხე ამათი დემოკრატია
22:54 / 05-05-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS